თელავში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 19.9 % მიიღო
12:00 საათის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 10 800-მდე ამომრჩეველმა მიიღო.
თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძეს თქმით, საარჩევნო პროცესი ოლქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ უბნებზე დაიწერა 2 საჩივარი.
“ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 19.9% დააფიქსირა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ორი საჩივარი დაიწერა უბნებზე. ერთ-ერთ უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დილის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამაზე დაიწერა საჩივარი. მეორე საჩივარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დაწერა, რომ მაგიდები კედლებთან ძალიან ახლოს დგასო, ეს არის აბსურდი, რადგან ამაზე არანაირი წესები არ არსებობს.” – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.