არჩევნებიახალი ამბები

დედოფლისწყაროში საარჩევნო უბნებზე 6 საჩივარი დაიწერა

დედოფლისწყაროს მე-14 ოლქში განთავსებულ 6 საარჩევნო უბანზე საჩივრები დაიწერა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ნინო მჭედლიშვილის თქმით, საჩივრები მე-3, მე- 4, მე- 14, მე-16, მე-17 და მე-19 საარჩევნო უბნებზე ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება.
,,დედოფლისწყაროში საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ოლქში არ დაწერილა საჩივარი. საარჩევნო უბნებზე დაიწერა 6 საჩივარი, რომელიც ამომრჩევლის მიერ თვითნებურად კონვერტის აღებას და კაბინაში შეტანას, ასევე დილით ერთ-ერთ უბანზე ელექტროენერგიის გათიშვას შეეხებოდა. ასევე ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელი აცხადებს, რომ რეგისტრატორმა არ მისცა დაკვირვების საშუალება და დაწერა საჩივარი. ერთი დამკვირვებელი კი ამტკიცებს, რომ გადაადგილება შეეზღუდა და ამიტომ დაწერა საჩივარი. საჩივრები ასევე დაიწერა უბნების გარეთ აგიტაციისა და საარჩევნო სიაში გარდაცვლილის აღმოჩენის ფაქტზე’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დედოფლისწყაროში არჩევანი 4 144-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ოლქში სულ 21 920 ამომრჩეველია რეგისტრირებული.