არჩევნებიახალი ამბები

არასამთავრობოები – მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი მკვეთრი პოლარიზებით და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნულია, რო. პირველი ტურთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა.
მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ჩამოყალიბდა და გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შემოწირულობას გასცემენ დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მკვეთრად ნეგატიური და აგრესიულია აღნიშნული ჯგუფების ნაწილის წინასაარჩევნო გზავნილები. ამ პერიოდში კვლავ აქტიური იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით წარმოებული კამპანია, რომელიც ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდა,”- ნათქვამია სამი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.