არჩევნების მეორე ტურისთვის კახეთში 309 საარჩევნო უბანი იმუშავებს
28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 309 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ცესკოს ინფორმაციით, რვა საარჩევნო ოლქში 64 მარტივად ადაპტირებული, ხოლო 45 პანდუსიანი კენჭისყრის შენობა იმუშავებს.
“გურჯაანში 51 საარჩევნო უბანი გაიხსნება, საიდანაც 7 უბანი შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული, პანდუსიანი კი 16 უბანია. სიღნაღში 35 საარჩევნო უბანი იმუშავებს, საიდანაც 11 იქნება ადაპტირებული, 6 უბანი კი პანდუსიანია. საგარეჯოში 50 უბნიდან, ოთხია ადაპტირებული, პანდუსიანი კი 1 საარჩევნო უბანი იქნება. დედოფლისწყაროში კენჭისყრის 23 შენობიდან 7 ადაპტირებულია, 4 კი პანდუსიანი იქნება. ლაგოდეხში 37 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებულია 5 უბანი, ხოლო პანდუსიანი 1 უბანი იქნება. ყვარელში განთავსებული 30 უბნდან, ადაპტირებული იქნება 3 და პანდუსიანი 6 საარჩევნო უბანი იმუშავებს. თელავში 54 უბნიდან ადაპტირებული 12 და პანდუსიანი 15 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ახმეტის მუნიციპალიტეტში 29 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებული 20, ხოლო პანდუსიანი 6 საარჩევნო უბანია”, – აცხადებენ ცესკოში.