სოფელ კისისხევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს „ოპელის” მარკის ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.