“ამომრჩეველთა სიაში ცვლილებები სრულწლოვან ამომრჩეველთა დამატებამ და გარდაცვალებამ გამოიწვია”
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმაურება ოპოზიციის ბრალდებას, რიმლის მიხედვით ამომრჩეველთა სია ხელოვნურად არის გაზრდილი. სოსო გიორგაძის განმარტებით, სიაში ბუნებრივი ცვლილებები გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სრულწლოვან ამომრჩეველთა დამატებამ და გარდაცვალებამ. გიორგაძის ინფორმაციით, სია უკვე მიეწოდა ცესკოს და მასში ცვლილებების გატარება შეუძლებელია.
“ხელთ მიჭირავს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ პირველი ტურისთვის ცესკოს გადაეცა ამომრჩეველთა სია, სადაც იყო 3 558 437 მოქალაქე, ხოლო მეორე ტურისთვის საბოლოო სია გადაეცა და იყო 3 561 983 მოქალქე. სხვაობა არის სულ რაღაც 3500-მდე. ეს არის ძალიან ლოგიკური, ბუნებრივი, ვიღაც სრულწლოვანი გახდა, ვიღაც გარდაიცვალა, ვიღაცამ პირველად აიღო დოკუმენტი და ა.შ.”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი