სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ “ენმ”-ს და “ევროპული საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ოპოზიცია ითხოვდა ცესკო-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის მიხედვითაც, არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, გაასაჩივრებს თუ არა ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ სამი დღის წინ შეიტანეს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი