ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს სასამართლოში უჩივის

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო სასამართლოში უჩივის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნით ცესკომ საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

ცესკომ არჩევნები დანიშნა 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს. ამ განკარგულებას ვასაჩივრებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. სარჩელით ვაპროტესტებთ იმ კანონდარღვევებს, რომელიც ცესკო-მ ჩაიდინა საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ცესკოს არ ჰქონდა უფლება, დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს. არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღეს. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა, თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ცესკო-ს განკარგულება აქვს არჩევნების გრაფიკის შესახებ, სადაც 1-ლი დეკემბერი არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლო თარიღად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

ნიკოლოზ ესიტაშვილი