ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხის ყოფილი ტექნიკუმის შენობაში იატაკი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ხანძარი იყო. ცეცხლი ყოფილი ტექნიკუმის შენობაში გაჩნდა. როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შენობის პირველ სართულზე ორ ოთახში, დაახლოებით 50 კვ.მ ფართობზე იატაკი დაიწვა.
უწყების ცნობით, სახანძრო ბრიგადამ ცეცხლი უკვე ჩააქრო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი