ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთში სათემო ლიდერთა ფორუმი ჩატარდა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, სასტუმრო “ლოპოტას” კომპლექსში სათემო ლიდერთა ფორუმი ჩატარდა.

თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორის, ნინო ვასაძის თმით, ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა სოფლის საგამოფენო კუთხეები, სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
,,თემის განვითარების პროგრამა 2011 წლიდან მართავს სათემო ფორუმებს. შეხვედრებზე თემის წარმომადგენლები ინფორმაციას ცვლიან, გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს აქტუალურ თემებზე, ეს იქნება რეფორმები, სახელმწიფო პროგრამები თუ საგრანტო პროექტები. მნიშვნელოვანია დისკუსიების გამართვა და სათემო ლიდერების მიერ მოსაზრებების წარდგენა. წელს 5 ნომინანტი წარდგა ფორუმზე, სათემო ორგანიზაციებმა წარადგინეს საკუთარი ორგანიზაციის საქმიანობა. გამოვავლინეთ ჟიურის და აუდიტორიის რჩეული. ჩვენი მიზანია, რომ გავაცნოთ ეს ორგანიზაციები ფართე საზოგადოებას. სათემო ორგანიზაციების თემის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მათ მიერ განხორციელებული პროექტები და საქმეები“, – განუცხადა knews.ge-ს თემის ნინო ვასაძემ.
,,გორის რაიონის სოფელი სკრაში ვმუშაობთ ახალგაზრდობის, ქალებისა და ხანდაზმულების მიმართულებით. წელს, ფორუმზე წარმოვადგინეთ ხანდაზმულობის პროექტი – ,,გვიყვარხართ ბებია ბაბუებო“. ორგანიზაციის ბაზაზე ჩამოვაყალიბეთ სოციალური სამრეცხაო. მოხალისეთა ჯგუფები აგროვებენ მოხუცების სარეცხს, ურეცხავენ და აბრუნებენ უკან. მოხუცები არიან გააქტიურებული, მათი პროექტში ჩართულობა არის მაღალი“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას გორში მდებარე საწარმო ,,ბეთლების“ ხელმაძღვანელი მერი მაყიშვილი.
ფორუმი 2011 წლიდან ტარდება სათემო ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციასა და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.
ფორუმი იმართება პროექტების „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ) და „ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის“ (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა) ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი