სოფელ ვეჯინში უძველესი აკლდამა აღმოჩინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მიმდინარე მიწის სამუშაოების დროს უძველესი აკლდამა აღმოაჩინეს. სპეციალისტების ვარაუდით, აკლდამა საგვარეულო განსასვენებელია.
გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, აკლდამა ორგანყოფილებიანია, რომლის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია, სიგანე კი – 3 მეტრი.
,,აღმოჩენის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჭრილი მიწის თხრილში დუღაბით ნაშენი სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები და დიდი ტევადობის მთლიანი ქვევრიცაა, რომელსაც თავზე ქვის მრგვალი სარქველი ახურავს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აკლდამა წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს და აუცილებელია არქეოლოგიური კვლევების ჩატარება”,- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.