ბექა მაზანიშვილი სამჭიდსა და წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
თელაველი სპორტსმენი ბექა მაზანიშვილი სამჭიდსა და წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ის ქალაქ ბორდენთაუნში გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდი მონაწილეობდა.
თელაველმა სპორტსმენმა წარმატებული ასპარეზობის შედეგად პირველი ადგილი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.