ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

კახეთი სათემო ლიდერთა ფორუმს მასპინძლობს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით,  ლოპოტას ტურისტულ კომპლექსში მიმდინარეობს სათემო ლიდერთა ფორუმი.

ფორუმზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა სოფლის საგამოფენო კუთხეები, სათემო  და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.  ფორუმზე წარმატებული სათემო ლიდერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელთაც სამოქალაქო და სამთავრობო სფეროს მოწინავე სპიკერები წარადგენენ.

ფორუმი 2011 წლიდან ტარდება და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციასა და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

 ფორუმი იმართება პროექტების „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ) და „ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის“ (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა) ფინანსური მხარდაჭერით.