ყვარლის საოლქო კომისიამაც არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა
ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხუთი საჩივარი განიხილა, თუმცა არც ერთი არ დააკმაყოფილა.
როგორც knews.ge-ს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა განუცხადა, ყველა საჩივარი ეხებოდა მე-20 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველზე ზეწოლას. ნატო ნაპირელის ინფორმაციით, საჩივრის ავტორები ითხოვდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. მისივე თქმით, საჩივრები საფუძველს მოკლებული იყო, რის გამოც ისინი არ დაკმაყოფილდა.
“ხუთი საჩივარი იყო შემოსული, რომელშიც საუბარი იყო არჩევნების დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მე-20 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებასა და ზეწოლაზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებაში აღნიშნულ ფაქტები უარყვეს. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჩივრის ავტორების მოთხოვნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ აუსაფუძვლო იყო, რის გამოც საჩივრები არ დაკმაყოფილდა. გუშინ კიდევ ორი საჩივარი შემოვიდა, რომელსაც ხვალ განვიხილავთ”, – განუცხადა knews.ge-ს ნატო ნაპირელმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი