ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია კახეთში ერთადერთია, სადაც საჩივარი არ დაწერილა
ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია კახეთში ერთადერთია, სადაც საჩივარი არ დაწერილა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა შემთხვევაა, როდესაც არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და არასამთავრობო ორგანიზაციიდ წარმომადგენელს კომისიისთვის საჩივრით არ მიუმართავს.
“გუშინ 6 საათზე ამოიწურა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების შემოტანის ვადა. კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შემოსულა. 2006 წლიდან ვარ ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თუმცა მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს. ძალიან კარგად მოვემზადეთ არჩევნებისთვის. რაც მთავარია, საუბნო საარჩევნო კომისიები იყო კვალიფიციური კადრით დაკომპლექტებული”, – განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი