არჩევნებიახალი ამბები

კახეთში 304 407 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 304 407 ამომრჩეველია რეგისტრიტებული.

ცესკოს ინფორნაციით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი თელავის მუნიციპალიტეტში, ხოლო ყველაზე ნაკლები დედოფლისწყაროშია.
,,ყველაზე მეტი ამომრჩეველი თელავის მუნიციპალიტეტშია, მათი რაოდენობა 56 379 ათასს შეადგენს, ყველაზე ცოტა 21 870 ამომრჩეველი კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშია. თელავის შემდეგ, ამომრჩეველთა რაოდენობით ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტშია, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 52 385 -ია, საგარეჯოში რეგისტრირებულია 46 268 ამომრჩეველი, სიღნაღში – 29 948, ლაგოდეხში – 38 951, ყვარელში – 28 517, ახმეტაში კი – 30 089’’,- აღნიშნულია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 890-ს შეადგენს. 14 808 ამომრჩეველი საზღვარგარეთაა დარეგისტრირებული.