არჩევნებიახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 100 წარმომადგენელი დააკვირდება.
ცესკოს ცნობით, დამკვირვებელთა შორის არიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და სხვები.
,,ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან ODIHR-ს 250-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლება. არჩევნების დღეს დამკვირვებლები საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს დააკვირდებიან. არჩევნებს ასევე დააკვირდება აშშ-ში განთავსებული ორი ორგანიზაცია – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. NDI-მ საქართველოში შვიდი მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შემდგარი მაღალი დონის დელეგაცია განათავსა, ხოლო IRI-ს მისია 24 მოკლევადიანი დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი”,- აცხადებენ ცესკოში.
თამარ ჟვანიას უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, 28 ოქტომბრის არჩევნებს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის 21 918 წარმომადგენელიც დააკვირდება.