ახალი ამბები

კახეთში 1218-მა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა

2016-2017 სასწავლო წლებში, სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში სკოლა 1218-მა მოსწავლემ მიატოვა. უწყების ცნობით, კახეთში საშუალო საფეხურზე სწავლა აღარ გააგრძელა 891-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე – 327-მა მოსწავლემ.
“რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2015-2016 სასწავლო წლებში საშუალო საფეხურზე თბილისსა და რეგიონებში სკოლა 7880-მა მოსწავლემ დატოვა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 3632-მა მოსწავლემ. 2014-2015 წლებში საშუალო საფეხურზე თბილისსა და რეგიონებში სკოლა 8672-მა მოსწავლემ დატოვა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 3635-მა მოსწავლემ. 2013-14 სასწავლო წლებში სკოლა თბილისსა და რეგიონებში საშუალო საფეხურზე დატოვა 10287-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე – 3770-მა“, – განაცხადეს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი