ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორის მოადგილესა და “ნაცმოძრაობას” შორის შეხვედრას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

თელავში “ნაციონალური მოძრაობის” აქციის პარალელურად, პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად გუბერნატორის ადმინისტრაციაში მივიდნენ, მათ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი შეხვდა, რომელსაც მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
გიორგი ბოტკოველმა კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვა,
,,შიოლაშვილის მამის, გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშა გარდაიცვალა. ამ საქმის გამოძიება არ მოხდა. ვითხოვთ პასუხს გუბერნატორისგან”,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
კახეთის გუბერნატორის, გივი მეტრეველის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” აღნიშნული ქმედება პროვოკაცია იყო.
“ამ თემაზე უკვე ბევრჯერ გაკეთდა განცხადებები, სისულელეა წინასაარჩევნოდ კვლავ ამ საკითხებით სპეკულირება ” – აღნიშნა გივი მეტრეველმა.

ავტორი: მაკა ხაზიური