საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების ვებ-გვერდი 12 ოქტომბერს განახლდება
საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების ვებ-გვერდი www.prezidenti.ge 12 ოქტომბერს განახლდება.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) 2013 წლიდან მოყოლებული ვებ-გვერდის მეშვეობით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ინფორმაციით, ვებ-გვერდის მიზანია, პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რომელთა საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს.
“საინფორმაციო ვებ-გვერდი, www.prezidenti.ge ღიაა ნებისმიერი რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. ვებ-გვერდზე წინასაარჩევნო პროგრამის განსათავსებლად საჭიროა პრეზიდენტობის კანდიდატმა გამააგზავნოს შევსებული კითხვარი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@eecmd.org
www.presidenti.ge ოფიციალურად 12 ოქტომბერს განახლდება”, – განაცხადეს ევროპის ცენტრში.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი