საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული მ. უ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, გვიან ღამით, თავის ნაცნობს – 1978 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე საცხოვრებელი სახლის აივანზე, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი