სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმრო ,,ნაზი” გაფართოვდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო ,,ნაზი” გაფართოვდება.
პროგრამის ბენეფიციარი ნაზი დაქოშვილი აცხადებს, რომ მან აღნიშნული საქმიანობა ოჯახის წევრების დახმარებით დაიწყო.
მისი თქმით, სასტუმროს გაფართოვების შემდეგ ტურისტებს მეტ სერვისს შესთავაზებს.
“მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ამხანაგობამ მიიღო დაფინანსება 14 000 ლარის ოდენობით, რომლითაც საჭირო ინვენტარი შეიძინეს. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 7 ადამიანი”, – განაცხადა ნაზი დაქოშვილმა.