ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და დაფინანსებით ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპი დასრულდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს. „ბურკიტექ“-მა განახორციელა.
,,შესრულებული სამუშაოების შედეგად, მოეწყო სახურავის მოფიცვრაზე რუბეროიდის საიზოლაციო ფენა, მოიჭიმა 2 სმ სისქეზე ქვიშის დრენაჟი და 4 სმ სისქეზე ქვიშა-ცემენტი, მოხდა ქვიშა-ცემენტის მოჭიმვის ბიტუმით პრაიმერიზაცია და შემდგომ 2 ფენა „ლინოკრომით“ ჰიდროიზოლაცია და ჩატარდა სხვა სამუშაოები’‘,- განაცხადეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.