სოფელ შაქრიანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. მათივე თქმით, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.