საზაფხულო ბანაკი ქართველი და ქისტი ახალგაზრდებისთვის
როგორც KRDF წარმომადგენლებმა knews.ge-ს განუცხადეს, ბანაკში გამართული ღონისძიებები მნიშვნელოვანი იყო შერეული ჯგუფის მონაწილეებისათავის.
,,ოცდაათმა ახალგაზრდამ საზაფხულო ბანაკში „ცისარტყელა“ საინტერესო და დასამახსოვრებელი დღეები გაატარა. აქტივობები იყო მრავალფეროვანი და ახალგაზრდებისთვის ნაყოფიერი. სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიებმა და დებატებმა ახალგაზრდებს მეტად განუვითარა გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარები, მოწვეულმა სპიკერმა ნათია ფანჯიკიძემ კი ფსიქო-თერაპიული სესია ჩაუტარათ. გარდა ამისა, გვქონდა სპორტული შეჯიბრებები ტენისში, სირბილსა და შაშში, მოეწყო ლაშქრობა და დასუფთავების აქცია კვეტერის ციხე-სიმაგრეზე. ჩვენ, ასევე, ჩავატარეთ კულინარიული შეჯიბრი და დავაგემოვნეთ ტრადიციული კერძები. ახალგაზრდებმა მოაწყეს პოეზიის საღამო და ინტელექტუალური თამაშები. KRDF-ის ახალგაზრდული პროექტების მონაწილეებმა ბანაკის ბენეფიციარებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. ბანაკის დასკვნითი ღონისძიება კი თავად ბანაკის მონაწილეებმა მოიფიქრეს და ჩავატარეთ ფერების ფესტივალი. ბანაკმა ხელი შეუწყო მონაწილეების ინტეგრაციას, მათ დაახლოებას და ინფორმაციის გაცვლას”.
პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.