დედოფლისწყაროს ბიუჯეტი 24 900 ლარით გაიზარდა
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპტატებმა საკრებულოს სხდომაზე მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები შეიტანეს. როგორც knews.ge-ს საკრებულოს თავმჯდომარემ, გოჩა სამუკაშვილმა განუცხადა, სპორტული მოედნებისა და დარბაზებისთვის გამოყოფილ თანხას 20 000 ლარი დაემატა, კულტურის სახლების დაფინასება 3 900 ლარით გაიზარდა.
“ბიუჯეტი თითქმის 25 000 ლარით გაიზარდა. ეს თანხა არაფინანსური აქტივია. საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. 24 900 ლარიდან 20 000 ლარი დაემატა სპორტულ მოედნებს და დარბაზებს, ხოლო 4000 ლარამდე – კულტურის სახლებს”, – განუცხადა knews.ge-ს გოჩა სამუკაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი 2017 წლის 19 დეკემბერს დაამტკიცა.