თელავში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი მიაგეს
ქალაქ თელავში მცხოვრები არჩილ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ შეკრება სპონტანურად სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.
,,შევიკრიბეთ მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო სკოლის მოსაწავლეები და სტუდენტები. ავანთეთ სანთლები და ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე. მართალია, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი შესრულდა, თუმცა რუსეთი 200 წელზე მეტია ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. სამწუხაროდ, მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება”, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმაც. მათ სოფელ ნაფარეულში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბალაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.