ყვარლის მუნიციპალიტეტმა გენდერული თანასწორობის გეგმა შეიმუშავა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, აღნიშნული დოკუმენტის მიზანია გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, ადგილობრივი ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობის უზრუნველყოფა.
“ჩვენ დავასრულეთ ყვარლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა და 2018-2019 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ. გარდა ამისა, შევიმუშავეთ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონიძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციის წევრები, მერიაში გენდერის საკითხზე პასუხისმგებელი პირი, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები”, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მერიაში.