სოფელ ვაქირში სიღნაღის მერის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1100 ლარია.
,,კონკურსი დღეს გამოცხადდა და 10 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსანტებს აქვთ დარეგისტრირების საშუალება. განაცხადების მიღება 16 აგვისტოს დასრულდება. ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას. მინიმალური მოთხოვნებია ბაკალავრის ხარისხი და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.