ყვარლის მერიამ ბიუჯეტის აღრიცხვის საკითხებში სპეციალისტის ვაკანსია გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ღია კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას. უწყების ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნებია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საფინანსო-საბიუჯეტო ან ეკონომიკის სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება.
“ბიუჯეტისა და პირველადი აღრიცხვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის ფუნქციები იქნება მუნიციპალური პროგრამების, პროექტების საფინანსო გაანგარიშება და დასაბუთება; მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება; საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადება; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა/შემუშავება და ა.შ. თანამდებობრივი სარგო 900 ლარია”, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე შეეძლებათ.