სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებია კი ცემა
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. დაშავებულები თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი სამედიცინო დამხარება უტარდებათ.
Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.