შვიდი დღის წინ გაუჩინარებული პანკისელი მამაკაცი იპოვეს
“არ ვიცი, სად იყო ჩემი მეუღლე, არაფერს არ ამბობს. მეც არ ვეკითხები”, – განაცხადა ხადიშათ მარგოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პანკისელი ოთარ ხანგოშვილი ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებაში პოლიციამ უკვე გამოკითხა. ოთარ ხანგოშვილს ოჯახი შვიდი დღის განმავლობაში ეძებდა. მისი მეუღლის, ხადიშათ მარგოშვილის ინფორმაციით, ოთარ ხანგოშვილი ჩეჩნეთში სამუშაოდ სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ლარსის სასაზღვრო პუნქტი 28 ივლისს გადმოკვეთა, რომლის შემდეგაც მისი კვალი გაქრა.