ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ევროკავშირის სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსში 32 პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი HEKS/EPER-ის პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითრებისთვის (PROCEED)“ ფარგლებში საგრანტო განაცხადების განხილვა ორ ეტაპად გაიმართა. 
ENPARD – საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შევიდა 70 განაცხადი, როგორც კერძო ასევე იურიდიული პირების მხრიდან. მათივე ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებს და შემოსული პროექტის კონცეფციის ავტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი „სრული საპროექტო განაცხადის შევსების უნარებზე“. 
,,განაცხადები შეაფასა შერჩევის კომიტეტმა ქულების ინდივიდუალური მინიჭების სისტემის შესაბამისად. გამარჯვებული პროექტები კომიტეტის რეკომენდაციითა და ტექნიკური შეფასების დასკვნებით გადაეცა საბჭოს შემდეგი განხილვისა და დამტკიცებისთვის. საბჭოს სხდომაზე კი ინდივიდუალური ხმის მიცემის პრინციპით დამტკიცდა 32 საგრანტო პროექტი შემდეგ სფეროებში: ტურიზმის განვითარების კუთხთ გაიცა 7 გრანტი, სოფლის მეურნეობის განვითრების მიმართულებით 5 გრანტი, სოციალური და საგანმანათლებლო სფეროს განვითარების კუთხით – 6 გრანტი, კულტურული სფეროს განვითარებისთვის – 1 გრანტი, დივერიფიცირებული ბიზნესის განვითარებისთვის – 13 გრანტი’’,- განაცხადეს ENPARD – საქართველოს წარმომადგენლებმა.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველოს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა, ხორციელდება 2013 წლიდან. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.