გურჯაანის საკრებულომ კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს საკრებულოში განუცხადეს, აღნიშნულ ვაკანსიაზე საჯარო მოხელის შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, კონკურსანტებს მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება და საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
“საქმიწარმოების უფროს სპეციალისტს ევალება, უზრუნველყოს საკრებულოში არსებული დოკუმენტაციის ყოველწლიურ ინვენტარიზაცია, საარქივო მასალების ანოტირება, მათი დაარქივება და დაცვა; საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტების სტანდარტებისა და დოკუმენტისთვის დადგენილი წესების დაცვა. თანამდებობრივი სარგო 700 ლარია”, – განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე შეეძლებათ.