NDI – გამოკითხულთა 51%-ს არ სმენია საპენსიო რეფორმის შესახებ
გამოკითხულთა 17% ემხრობა შეთავაზებას, რომ 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება ყოველთვიურად ხელფასის 2%-ის საპენსიო ფონდში გადატანა. 61%-სთვის მისაღებია, რომ 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება ყოველთვიურად ხელფასის2%-ის საპენსიო ფონდში გადარიცხვა. 15% ამბობს, რომ არც ერთ შეთავაზებას არ ეთანხმება. “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიმდინარე წლის 21 ივლისს მიიღო.
საპენისიო რეფორმის შესახებ მოქალაქეების ინფრმირებულობასთან დაკავშირებით Knews.ge-მ ქალაქ თელავში მსცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხული 10 მოქალაქიდან 5-მა არ იცის, რომ 2019 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა შემოვა. ისინი მიიჩნევენ, რომ საპენსიო ფონდში თანხის გადარიცხვა ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის უნდა იყოს ნებაყოფლობითი.
“პირველად თქვენგან მესმის ამის შესახებ. ტელევიზორს კი ვუყურებ, მაგრამ როგორ ჩანს არ მიმიქცევია ყურადღება მაგ საკითხისთვის”, – აღნიშნავს ქალაქ თელავში მცხოვრები ნინო ბოშაშვილი.
“პირველად გავიგე, რომ ჩემი ხელფასიდან 2% უნდა წავიდეს საპენსიო ფონდში. აქამდე არ ვიცოდი. ჩემი აზრით, ჩემი გადასაწყვეტი უნდა იყოს გადავრიცხავ თუ არა ემი ხელფასიდან თანხას, რომ დავაგროვო პენსია“, – აცხადებს მაია მელიქიშვილი.
“სანამ ამ კანონს მიიღებდა პარლამენტი, მოსახლეობასთან უნდა გაემართა შეხვდრები ვართ თუ არა ჩვენ თანახმა, რომ პენსია დავაგრვო ჩემი ხელფასიდან. არ მსმენია აქამდე ამის შესახებ”, – ამბობს ბადრი ხელიძე.
NDI-ს კვლევა 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.