ახალი ამბები

გურჯაანის დიდების მემორიალის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა დასასვენებელი სკამები, გარემონტდება დაზიანებული კიბეები, ბილიკები და კედლები და სხვა ინფრასტრუქტურა.
,,სამუშაოების ფარგლებში, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე, დამონტაჟდება სამეთვალყურეო კამერები, აღდგება ჯარისკაცის მამის მონუმენტის პოსტამენტი და კვარცხლბეკი, ასევე, მოსაპირკეთებელი ქვის მასალით შემოიღობება მონუმენტის უკან მდებარე სკვერი”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 35 000 ლარია. ტენდერი 6 აგვისტოს დასრულდება.