ლაგოდეხის მერიამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მერიაში განუცხადეს, ვაკანტურია ეკონომიკის სამსახურისა და შეყიდვების განყოფილების უფროსების პოზიციები. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და ვაკანსიების შესაბამისად 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
“შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს ეკონომიკურ, სამართლებრივი, შესყიდვების საფინანსო, საერთაშორისო ურთიერთობების, ქონების მართვის ან სამართლებრივ დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. ეკონომიკის სამსახურის უფროსობის მსურველს კი მოეთხოვება ეკონომიკურ, სამართლებრივ, საფინანსო, საერთაშორისო ურთიერთობების, ქონების მართვისა ან შესყიდვების დარგში სამუშაო გამოცდილება 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე 2 წელი. განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო 1000 ლარია, ხოლო სამსახურის უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 1300 ლარს შეადგენს”, – განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე შეეძლებათ.