სოფელ ქისტაურში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტებს ამ ეტაპზე უტარდებათ გამოკვლევები. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.