ახალი ამბები

თელავის მერიამ დამატებით 3 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განუცხადა, ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ტურიზმის განვითარებისა და სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებების უფროსების პოზიციები. ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 
“აღნიშნულ პოზიციებზე მერიის თანამშრომლების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას. ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსს მოეთხოვებათ მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა და საერთაშირისო ტურიზმის სფეროში ან/და პროექტების წერის მიმართულებით, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურის სფეროში ან/და პროექტების მართვის კუთხით. მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტს კი მოეთხოვება მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და საქმისწარმოების მიმართულებით. განყოფილების უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 1200 ლარია, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 800 ლარს შეადგენს”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა. 
კონკურსში მონაწილების მსურველებს ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 3 აგვისტომდე შეეძლებათ.