გურჯაანში ავარიისას ორი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი დაშავდა
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი ველოსიპედს და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ველოსიპედზე მჯდომი მოზარდი და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მათ ამ წუთებში პირველადი გამოკვლევა უტარდებათ.
როგორც knews.ge-ს ინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.