თელავში VII-VIII საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ნაგებობას სწავლობენ
ადგილზე დაზვერვითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ამჟამად მისი შესწავლა მიმდინარეობს. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის კერამიკის ნაკეთობები და ასევე კოშკები, რომლებსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.
,,გარდა ამისა, სპეცილისტებმა ადგილზე გალავნის ფრაგმენტებიც აღმოაჩინეს. ისინი ვარაუდობენ, რომ გასულ საუკუნეებში თელავში ეს ადგილი სტრატეგიულად გამორჩეული იყო და ქალაქის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა, ასევე შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ტერიტორია ნახანძრალია. ოთხ პუნქტზე განხორციელებული არქეოლოგიური -დაზვერვითი სამუშაოებისთვის თელავის მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო”,- განაცხადეს თელავის მერიაში.