სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროებითი პუნქტი გაიხსნა
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული პუნქტი მუნიციპალიტეტში ალოობის დასრულებამდე იმუშავებს.
,,სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროებითი ცენტრი ხანძრის თავიდან ასაცილებლად გაიხსნა. ცენტრი ალოობის დასრულებამდე დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს”,-განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.