ახალი ამბები

თუშეთის გზაზე ავტომობილი ხევში გადავარდა

სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი შემოვლითი გზით გადაადგილდებოდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თუშეთიდან თელავის რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანა. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.