დედოფლისწყაროში ცოფის რვა შემთხვევა დაფიქსირდა
გასულ წელთან შედარებით, წელს დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევებმა იმატა. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრესს” მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ცოფის შემთხვევის გართულება ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ხშირია დაავადების დადასტურების ფაქტები ცხოველებში, მათ შორის მგლებში, ძაღლებსა და ძროხებში.
“ცხოველებში ცოფის არსებობამ წინა წელთან შედარებით აშკარად მოიმატა. ამ დრომდე ცოფის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფი შეგვხვდა ძროხების, მგლის, ძაღლების შემთხვევებში, ასევე დაკბენილ ღორსაც აღმოაჩნდა, საიდანაც შემხებლობაში მყოფ ადამიანებზე მარტივად გავრცელდა. აქედან არცერთი შემთხვევა არ გართულებულა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვეტერინარულ სამსახურთან, თითოეული შემთხვევის გამოვლენის ადგილს დეტალურად ვსწავლობთ, ასევე ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ჰქონდა დაავადებულ ცხოველთან. გვავქვს ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და ადამიანებს დროულად ვცრით. იმატა მოსახლეობის მომართვიანობამაც, რაც, რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენციაა”- განაცხადა ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა.