სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები თელავში ბიზნეს სექტორს შეხვდებიან
შეხვედრა USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიმართება. საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ატარებენ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით,
საგრანტო პროგრამის ფარგლებში პარალელურად ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლი მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს სექტორის დაინტერესება და მეწარმეების საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა.