ახალი ამბები

ყვარელში მდებარე V III საუკუნის ცხრაკარას ეკლესია ძეგლის სტატუსი მიენიჭა

“ტაძარი დარბაზული ნაგებობაა თანადროული სამხრივი მინაშენით ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ნატეხი ქვიშაქვით. ეკლეია მინაშენებთან შედარებით ფართო და მაღალია. მას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის მაღალი და ფართო თაღოვანი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი და ერთი საფეხურით ამაღლებული. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელთან აგურით ნაგები გვიანი პერიოდის ტრაპეზია. ასევე გვიანია აგურის კანკელი, რომლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი”, – აღნიშნულია ძეგლის ანოტაციაში.