ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

მედია ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კადრია და სწორედ ამიტომ სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, კახეთის გუბერნატორსაც მოუწევს თანამდებობიდან გადადგომა.
Knews.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციაში ქადაგიშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს. უწყების ინფორნაციით, კახეთის გუბერნატორი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს.