ახალი ამბები

ლაგოდეხში დასუფთავების საფასურს სოციალურად დაუცველი ოჯახები აღარ გადაიხდიან

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ განუცხადა, დადგენილების პროექტით, ასევე განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი, სადაც გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრს, ხოლო 4 სულზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში თვეში არაუმეტეს 2 ლარს შეადგენს. საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 19 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის, წარმომადგენლობით ორგანოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.