ახალი ამბები

შალიკაშვილების სახელობის სამხედრო მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა

 მუზეუმში 2700-ზე მეტი ექსპონატია დაცული. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, დაგეგმილია სამხედრო მუზეუმის რეაბილიტაცია. 
“უახლოეს პერიოდში გურჯაანის დასვენების პარკის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, ასევე, მუზეუმშიცო ჩატარდება სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტროსთან ექსპონატების გადმოცემასთან დაკავშირებით”, – განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. 
მუზეუმში დაცულია ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ საჩუქრად გადაცემული ნივთები, გენერალ გიორგი კვინიტაძის პირადი არქივის ნაწილი, საქართველოს სამხედრო წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტო მასალები.