საგარეჯოში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
ის განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2015 წლიდან იძებნებოდა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 20 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა1971 წელს დაბადებული ნ.ფ., რომელიც ადგილზე გარდაუვალი. მამან 1956 წელს დაბადებულ მ.გ. მძიმედ დაჭრა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.